თვითმმართველობის არჩევნები 2025 – საარჩევნო პროცესს საერთაშორისო დამკვირვებლები ადევნებენ თვალს
საარჩევნო პროცესს სხვადასხვა უბანზე საერთაშორისო დამკვირვებლები ადევნებენ თვალს. მათ შორის შოტლანდიიდან, ლატვიიდან და მალტიდან. ნაწილი დილიდან იმყოფებოდა ყაზბეგის გამზირზე, 39-ე და მე-40 უბნებზე. ისინი მოქალაქეებს უბნიდან გამოსვლის შემდეგ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ესაუბრნენ. მათი ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი გამარტივებულია და დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობს.