თვითმმართველობის არჩევნები 2025 – საარჩევნო პროცესი ფოთში
ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. საკრებულოსა და მერის არჩევნებში, ფოთში 4 პოლიტიკური პარტია და მერობის ერთი კანდიდატი მონაწილეობს. ფოთის ნომერ 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრა ყველა უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე დილიდან საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ ამომრჩევლები.
თეა აბსარიძე ფოთიდან.