კახა კალაძის პროგრამა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით
სიახლეებია დაანონსებული თბილისის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში.
2026-29 წლებში წლიდან სამი ახალი პროგრამა ამოქმედდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევები, ასევე ფილტვის კიბოს სკრინინგი და ფარისებრი ჯირკვლის იოდოთერაპია. გეგმაშია არსებული პროგრამების გაფართოებაც – მათ შორის სოციალურად დაუცველი თუ მრავალშვილიანი ოჯახების სუბსიდირება და სტუდენტთა სოციალური დახმარებების გაგრძელება. მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდას მერია პრიორიტეტად აცხადებს. ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თბილისის მერობის კანდიდატის პროგრამის პრეზენტაციას პრემიერი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.