„გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია
„გახარია საქართველოსთვის“, დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი შარაშიძე, გეოლოგ ანა გაბრიაძესთან ერთად, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მივიდა, სადაც ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, დიღმის ტყე-პარკი რეალური საფრთხის წინაშე დგას, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები ააშენონ. გიორგი შარაშიძის თქმით, კახა კალაძემ, რომელიც რვა წლის განმავლობაში იყო თბილისის მერი, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დიღმის ტყე-პარკის გარკვეული ნაწილი, საუბარია 15300 კვადრატულ მეტრზე, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს საქმიანი, კომერციული საზოგადოებრივი ზონის სტატუსი, შეეცვალა ეს სტატუსი და არ დაებრუნებინა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რითაც შარაშიძის თქმით, ამ ტერიტორიაზე მოსალოდნელ მშენებლობებს წერტილი დაესმეოდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი ამ ტერიტორიების კერძო მფლობელისგან გამოსყიდვას და ადგილმონაცვლეობას ითხოვს.