არჩევნები 2025 – „გახარია საქართველოსთვის“ შეხვედრა ამომრჩევლებთან
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პროგრამული ხედვები წარუდგინა. შეხვედრაზე ლიდერებმა ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მათი თქმით, ქვეყანაში შშმ პირებს უამრავი პრობლემა აქვთ, რომლის გამოსწორებაც სწორედ მათი ხედვით არის შესაძლებელი.