არჩევნები 2025 – საარჩევნო გეგმები
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები უკვე საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები. არჩევნებში მონაწილე პარტიების სამოქმედო სტრატეგიას, გეგმებს, განცხადებებსა და შანსებს ოპონენტები აფასებენ. ოპოზიციის განცხადებით, მთავარი გამოწვევა სისტემასთან ბრძოლა და მისი დამარცხებაა. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული.