თვითმმართველობის არჩევნები 2025 – საარჩევნო პროცესი თელავში
საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც 54 945 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მერობის ორ კანდიდატს შორის უწევთ. გამარჯვებისთვის „ქართული ოცნება – დემოკრატიული“ საქართველოსა და „გახარია საქართველოს“ წარმომადგენლები იბრძვიან. დილიდან მაღალია მოქალაქეთა აქტივობა თელავის ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენი ჟურნალისტი ჟანა დიდებაშვილი იმყოფება.