არჩევნები 2025 – „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია რუსთავში
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გრძელდება რუსთავშიც. ჟიული შარტავას ქუჩაზე შეკრებილ რუსთაველებს, ნინო ლაცაბიძე მაჟორიტარობის კანდიდატთან, კარლო ნოდიასთან ერთად შეხვდა და „ქართული ოცნების“ გუნდის მომდევნო ოთხი წლის გეგმები გააცნო. მოსახლეობასთან შეხვედრებს „ქართული ოცნება“ რუსთავის ათივე ოლქში, 4 ოქტომბრამდე ყოველდღიურად გამართავს.