თვითმმართველობის არჩევნები 2025 – „მოამბის“ შეკითხვებს „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ოთარ ჭითანავამ უპასუხა
თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ტრადიციულად პირველი არხი, არჩევნებამდე, საარჩევნო სუბიექტებს საშუალებას აძლევს, საქართველოს მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნონ.
დღეს 18 საათიანი „მოამბის“ შეკითხვებს საარჩევნო სიის მერვე ნომრის, პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ოთარ ჭითანავამ უპასუხა.