თვითმმართველობის არჩევნები 2025 – ხმის მიცემის პროცესი მარტვილის მუნიციპალიტეტში
ზუსტად დილის 08:00 საათზე გაიხსნა ამომრჩევლისთვის ყველა საარჩევნო უბანი მარტვილის მუნიციპალიტეტშიც, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატია წარმოდგენილი. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი ნაჭყებია ხმას სოფელ სერგიეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცემს. სწორედ ამ უბანზე იმყოფება ახლა ჩვენი ჟურნალისტი მაკა ლაშხია, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.