„ლელო – ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კამპანია
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა გახდა ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი – ეს განცხადება დღეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბათუმში გააკეთეს. მათი განცხადებით, მშენებლობისთვის ნებართვის გარეშე, მდინარე ჭოროხიდან და მდინარე კინტრიშიდან ათასობით ტონა ნატანია ამოღებული, რამაც სპეციალისტების დასკვნით, მდინარეების კალაპოტი ჩარეცხა და გამოიწვია ზღვისა და პლაჟის სანაპიროს უკიდურესად დაბინძურება. აღნიშნული გამოიწვევს ქალაქსა და სოფლებში ეკოლოგიურ კატასტროფას. „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ბოლო დროინდელ სტიქიურ მოვლენებს, სწორედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობით ხსნიან.