მზადება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურ მზადებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ცესკო-ს ელექტრონული გუნდის მიერ მიმდინარეობს პლანშეტების კონფიგურაცია და პროგრამების დატესტვა, რომლებიც უზრუნველყოფს ოქმების გადაგზავნასა და საარჩევნო პროცესის გამართულ მიმდინარეობას. მოწყობილობები მზადდება როგორც ელექტრონული, ასევე ტრადიციული უბნებისთვის. საბოლოოდ ისინი ცესკო-ს ლოგისტიკის გუნდის მეშვეობით ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე გადანაწილდება.

მიდიხარ არჩევნებზე?