„ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია
წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება.
ამ წუთებში „ძლიერი საქართველო – ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენენ. „ძლიერი საქართველო – ლელოდან“ მუხიანის მაჟორიტარულ ოლქში გრიგოლ გეგელია, ზაჰესისა და ავჭალის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი რეხვიაშვილი, გლდანის კენტი მიკრორაიონების მაჟორიტარობის კანდიდატად ჯუბა ლოლაძე, გლდანის ლუწ მიკრორაიონებში კი „გახარია საქართველოდან“ კობა კობალაძეა წარდგენილი.
ღონისძიებას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.