თვითმმართველობის არჩევნები 2025 – შედეგები
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები – ყველა უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
დედაქალაქის მერი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ კახა კალაძე იქნება. რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, 4 %-ანი ბარიერი გადალახა და მანდატები მოიპოვა ოთხმა პარტიამ: „ქართული ოცნება“, „ლელო – ძლიერი სარტველო“, „გირჩი“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“. მანდატების გარეშე დარჩა გახარიას პარტია.
ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი, საჩივრები ძირითადად ეხება ფოტო-ვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას და საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას.