არჩევნები 2025 – შეხვედრა ამომრჩეველთან

პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს შეხვდა. ისაუბრეს დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. ყურადღება გამახვილდა  ჯანდაცვის, ავარიულ სახლების და მეტროსადგურების მდგომარეობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. პარტიის წარმომადგენლებმა ამომრჩეველს საკუთარი პროგრამა გააცნეს და იმ სამომავლო ცვლილებებზე ისაუბრეს, რომელთაც თავად გეგმავენ.

მიდიხარ არჩევნებზე?