ცესკო-ს სხდომა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. რითაც საარჩევნო პერიოდი ოფიციალურად დასრულდა. ახლად არჩეული მერებისა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ვადა 29 ოქტომბრიდან ამოქმედდება. საქართველოს მასშტაბით საკრებულოების პირველი სხდომა კი, 30 ოქტომბერს ჩატარდება. სხდომის მიმდინარეობის დროს, გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების დღეზე და შემდგომ პროცესებზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და შედეგებთან დაკავშირებით სასამართლოში არცერთი სარჩელი არ შეტანილა. სხდომაზე განსხვავებული აზრი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი ბაშარულმა დააფიქსირა. ის შემაჯამებელ ოქმში ასახულ შედეგებს არ ეთანხმება. მისი თქმით, ეს არჩევნები ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას არ ასახავს.