„გახარია საქართველოსთვის“ განცხადება
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გაიმართა პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“.
როგორც ზაზა თავაძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლა ხორციელდება მერობისა თუ მაჟორიტარობის კანდიდატებზე. მაგალითად კი ახმეტაში დავით მარგოშვილის ფაქტი მოჰყავს. ამასთან ერთად კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება, რომ პარტიამ 23 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა და მოითხოვა, არჩევნების დასრულებისთანავე თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს თავისი მონაცემები. ასევე, გიორგი გახარიას გუნდში კვლავ საუბრობენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ პარტიებზეც.