არჩევნები 2025 – ოპოზიციის კანდიდატები
დაახლოებით 24 საათში გახდება ცნობილი კახა კალაძის პირველი კონკურენტის ვინაობა.
პარტია „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის გარშემო მსჯელობა დასრულდა და გადაწყვეტილებაც უკვე მიღებულია, თუმცა ვისზე შეაჩერეს პარტიებმა არჩევანი ჯერჯერობით უცნობია.
ქუთაისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს იაგო ხვიჩია. პარტია „გირჩის“ ლიდერი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყნის დედაქალაქი ქუთაისი გახდეს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსიც“. პარტია თბილისის გარდა კანდიდატებს კიდევ ცხრა ქალაქში წარადგენს, დედაქალაქის მერობის კანდიდატზე კი მსჯელობა ჯერ კიდევ გრძელდება. რაც შეეხება დანარჩენ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს, ისინი ბოიკოტი რეჟიმში რჩებიან და ოთხ ოქტომბერს საპროტესტო აქციას აანონსებენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ კონკურენტები, რადგან შედეგი უცვლელი იქნება – 64-ვე მუნიციპალიტეტში, ხელისუფლების აზრით, მაინც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.