„ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ბრიუსელში
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტით გაემგზავრნენ. უკვე ბრიუსელშია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი, რომელიც ევროპის დედაქალაქში ვიზიტის დასაგეგმად იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო – ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალების განხილვა, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში.