არჩევნები 2025 – ოპოზიციის გეგმები

არჩევნებამდე 35 დღით ადრე უკვე ცნობილია, რომ მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძოლებს. პარტიები საკუთარ პროგრამებს და პროგრამის პრიორიტეტებს უკვე აცნობენ ამომრჩევლებს. შეხვედრები იმართება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვან მიმართულებებს გამოყოფენ. „გირჩი“ აქცენტს ქალაქის განაშენიანებასა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე აკეთებს. გახარიას პარტიისთვის კი პრიორიტეტი მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ უალტერნატივო კანდიდატები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს.

მიდიხარ არჩევნებზე?