არჩევნები 2025 – შეხვედრა ახალგაზრდა სპორტსმენებთან
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ წალენჯიხაში მერობის კანდიდატმა, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახალგაზრდა სპორტსმენებთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე სპორტის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. მერობის კანდიდატმა ახალგაზრდების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სპორტი და ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი მისთვის პრიორიტეტი იქნება. ლაშა ტალახაძემ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, მწვრთნელებს სპორტული ინვენტარი გადასცა.