თვითმმართველობის არჩევნები – ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

როგორია პოლიტიკოსების გეგმები თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე – ოპოზიციის ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, „ლელოში“ კი აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან ერთად კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია და უკვე შერჩეულია მერობის ხუთი კანდიდატი, რომელთა შორისაც ალეკო ელისაშვილი და გიორგი შარაშიძე არიან. „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატს 4 სექტემბრამდე დაასახელებენ. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათ მესამე ვადით მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინეს და მას უკონკურენტოდ მიიჩნევენ.

მიდიხარ არჩევნებზე?