თვითმმართველობის არჩევნები 2025 

 მუხიანში 62-ე უბანზე, „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელ, გრიგოლ გეგელია იმყოფებოდა, რომელმაც განმარტა, რომ მათი პარტიის დამკვირვებელმა, გაჟონილი ბიულეტენის ფაქტის შესახებ შეატყობინა. გრიგოლ გეგელიას განმარტებით, ასევე დილის 9 საათიდან 62-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, უცხო პირები გადაადგილდებიან, რაც აჩენს ეჭვს, რომ ისინი ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობენ.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარის განმარტებით, „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გადაიღო ისეთი ბიულეტენი, რომელსაც ამომრჩეველმა ჩარჩო არ შემოაკრა, რის გამოც მან „ძლიერი  საქართველოს“ დამკვირვებელს გაფრთხილება მისცა, რადგან უჩარჩოო ბიულეტენის ფოტოს ან ვიდეოს გადაღება კანონით ისჯება. რაც შეეხება მოსყიდვის ფაქტს, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ვიდეოგადაღება და ყველა ფაქტი დღის ბოლოს ასახული იქნება.

მიდიხარ არჩევნებზე?