შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან
შეხვედრები გრძელდება დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობასთან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად, ოქროყანაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და პრობლემების მოგვარების გზები განიხილა.