საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება
საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციებს ახსენებს. როგორც ცესკო-ში განმარტეს, დაუშვებელია ამომრჩევლის აღრიცხვა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი მონაცემების, ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტო-ვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.