„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გამართა

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გამართა. საარჩევნო მუსიკალური ვიდეორგოლი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად წარუდგინა. კლიპის ავტორი, მუსიკოსი ზაზა ნოზაძეა. ნოზაძის განცხადებით, მისთვის, როგორც რიგითი თბილისელისთვის, უდიდესი პატივი იყო ემუშავა გოგი ცაბაძის შედევრზე. მან მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის და თბილისის მერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, ასევე, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიდიხარ არჩევნებზე?