„პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა
რუსთავში სიის პირველი ნომერი თორნიკე არევაძე იქნება. გამომსვლელებმა საარჩევნო პროგრამის მთავარი მესიჯები გააჟღერეს. პროგრამა სოციალურად დაუცველებისთვის ბინებით დაკმაყოფილებას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, ახალი საწარმოების შექმნას, მუნიციპალური საავადმყოფოების, ქალაქების განაშენიანების სრულყოფილ გეგმას, პარკირებისა და ტექდათვალიერების პრობლემებს ითვალისწინებს.