მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად განაგრძობს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებას. სხვა მნიშვნელოვან აქტივობებთან ერთად ამ ეტაპზე ცესკო-ს საოპერაციო სასაწყობე სივრცეში ხმის მთვლელი აპარატების პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური დიაგნოსტირება მიმდინარეობს. ხორციელდება სკანერის, ეკრანის, პორტების და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შემოწმება. ხმის მთვლელ აპარატებში იტვირთება საარჩევნო მონაცემები და გადაეცემა ლოგისტიკის გუნდს. ცესკო-ს ლოგისტიკის გუნდი კი თავის მხრივ აღრიცხავს ელექტრონულ აპარატებს, ამზადებს ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს ხმის მთვლელი აპარატების მიწოდებას საოლქო საარჩევნო კომისიების სასაწყობე სივრცეებში.

მიდიხარ არჩევნებზე?