„ლელოს“ მერობის კანდიდატები ექვს მუნიციპალიტეტში
პარტია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის ექვს ქალაქში მერობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები წარდგენილია ზუგდიდში, ხობში, ხარაგაულში, სამტრედიაში, ხონსა და ჩოხატაურში. ზუგდიდში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატი გიორგი თოდუა იქნება; ხობში – იური ბუკია; ხარაგაულში – ინგა მაღრაძე; სამტრედიაში გამარჯვებისთვის ბადრი ვაშაკიძე იბრძოლებს; ხონში – გელა ბობოხიძე, ხოლო ჩოხატაურში – ნუგზარ ჩხიკვაძე.