კახა კალაძის საარჩევნო შტაბი
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა. საარჩევნო შტაბი თავად მერობის კანდიდატმა, თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გახსნა. „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო აქტივობის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები ამ დრომდე არიან შეკრებილები.