არჩევნები 2025 – წინასაარჩევნო კამპანია
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სულხან თამაზაშვილი ბათუმის სპორტის სასახლეში მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის რეგიონიდან სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განიხილეს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა.