არჩევნები 2025 – შეხვედრა ამომრჩეველთან გორში

„ლელო – ძლიერი საქართველოსთვის“ ინფორმაციით, გორში, სადაც „ახალბაღი“ ერთადერთი სარეკრეაციო ზონაა, ადგილობრივებს ბავშვები გასართობად მაინც ვერ დაჰყავთ. პარტიის ლიდერების განცხადებით, ჩატარებული ექსპერტიზიდან ირკვევა, რომ პარკის ტერიტორიაზე განლაგებული ატრაქციონები არაა უსაფრთხო. მათვე განცხადებით, ამ პარკის რეაბილიტაციისთვის, ჯამში, 12 მილიონზე მეტია დახარჯული. „ახალბაღში” განლაგებული ატრაქციონების შესაძენად გორის მერიამ ჯერ კიდევ 2020 წელს 800 ათასი ლარი გადაიხადა.

მიდიხარ არჩევნებზე?