არჩევნები 2025 – ოპოზიციის გეგმები

მაშინ, როდესაც მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი წარდგენილი ჰყავს, ოპოზიცია ისევ კონსულტაციების რეჟიმშია.

არაოფიციალურად სახელდება თბილისის მერობის სამი პრეტენდენტი, – მერაბ სეფაშვილი, ალეკო ელისაშვილი და გიორგი შარაშიძე, – თუმცა საბოლოოდ რომელ კანდიდატზე შეჯერდება გახარია ხაზარაძის ალიანსი ისევ უცნობია. რაც შეეხება ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას, რვა პოლიტიკური პარტიიდან ნაწილი სამომავლო ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად ისევ ქუჩის პროტესტის გაძლიერებას განიხილავს და ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებს. ვიდრე ოპოზიციის საარჩევნო კანდიდატები დასახელდება და არჩევნებს გამიჯნული პარტიები სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან, ცნობილი ხდება რომ 4 ოქტომბერს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 17 პოლიტიკურ სუბიექტს შორის მოუწევთ. ამომრჩეველს კი ბიულეტენზე ოთხი და ხუთი ნომრის ქვეშ არა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“, არამედ სხვა პარტიები დახვდება. ცესკო-მ ორივე მათგანს საარჩევნო რეგისტრაციის გაუვლელობის არგუმენტით საარჩევნო ნომრები ჩამოართვა.

მიდიხარ არჩევნებზე?