საერთაშორისო დამკვირვებლები ლატვიიდან და მალტიდან აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი კარგად არის ორგანიზებული – ყველაფერი შეუფერხებლად მიმდინარეობს, არანაირი პრობლემა არ გვქონია

საერთაშორისო დამკვირვებლები ლატვიიდან და მალტიდან აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი კარგად არის ორგანიზებული და ყველაფერი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ლატვიიდან საერთაშორისო დამკვირვებელმა, რეინის ტოჩელოვსკისმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა თქმით, ამჟამინდელი არჩევნები უკეთესად ორგანიზებულია, ვიდრე წინა არჩევნები.

„პროცესი კარგად არის ორგანიზებული. ჩვენ ვესტუმრეთ რამდენიმე საარჩევნო უბანს, ვესაუბრეთ ხალხს დღესაც და წინა დღეებშიც. ვხედავთ, რომ საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლები კმაყოფილები არიან პროცესით. ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით უფრო კარგად არის ორგანიზებული. ვფიქრობ, იმიტომ, რომ აქ ისეთი მაღალი დაძაბულობა არ არის, როგორც ადრე იყო. ჯერჯერობით ყველაფერი მშვიდად და მშვიდობიანად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ტოჩელოვსკისმა.

მალტიდან საერთაშორისო დამკვირვებელმა, იუსტინ გასპარმა განაცხადა, რომ ადგილობრივები საარჩევნო პროცესით კმაყოფილები არიან.

„მაქვს შეგრძნება, რომ ყველაფერი ორგანიზებულია, ყველაფერი შეუფერხებლად მიმდინარეობს, ადგილობრივები ბედნიერები და თავდაჯერებულები არიან. ვხედავ, რომ ისინი ძალიან დარწმუნებულები არიან პროცესში, ამიტომ ენდობიან მას. ხმის მიცემის შემდეგ ადგილობრივებთან რამდენიმე საუბარი გვქონდა. ისინი ყველა ძალიან კმაყოფილები არიან. ​კმაყოფილები არიან პროცესით და, როგორც ჩანს, კმაყოფილები არიან როგორც ხმის მიცემამდე, ასევე ხმის მიცემის შემდგომი პერიოდით. უნდა ვთქვა, რომ აქამდე ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. არანაირი პრობლემა არ შეგვხვედრია. იმედია, ასეც გაგრძელდება“, – აღნიშნა გასპარმა.

მიდიხარ არჩევნებზე?