„ლელო ძლიერმა საქართველომ“ ექვს ქალაქში მერობის კანდიდატები წარადგინა 

პარტია „ლელო ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის ექვს ქალაქში მერობის კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატები წარდგინილია ზუგდიდში, ხობში, ხარაგაულში, სამტრედიაში, ხონსა და ჩოხატაურში.

ზუგდიდში „ლელო ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატი იქნება გიორგი თოდუა; ხობში – იური ბუკია; ხარაგაულში –  ინგა მაღრაძე; სამტრედიაში – ბადრი ვაშაკიძე; ხონში – გელა ბობოხიძე, ხოლო ჩოხატაურში – ნუგზარ ჩხიკვაძე.

მიდიხარ არჩევნებზე?