ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – ამ დროისთვის ოლქის 24-ვე საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ფოთში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

N70 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 24-ვე საარჩევნო უბანი 06:45 საათზე გაიხსნა, ხოლო ამომრჩევლებმა საკუთარი ნების დაფიქსირება 08:00 საათიდან დაიწყეს.

არჩევნებში ფოთში 4 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: „ქართული ოცნება“, „გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“. მერობის კანდიდატი კი მხოლოდ მოქმედი მერი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბექა ვაჭარაძეა.

არჩევნებში სულ 40 511 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, არცერთ საარჩევნო უბანზე შეფერხება არ ყოფილა და საჩივარი არ დაწერილა. არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.

მიდიხარ არჩევნებზე?