„ქართული ოცნების“ შეხვედრა მოსახლეობასთან

საარჩევნო სიის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, შეხვედრა პეკინის 33’ა, 35-ის და ისაკაძის 12-ის მცხოვრებლებთან გაიმართა. შეხვედრას საბურთალოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიზო ვასაძე და 2024 წლის პარალიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი გიგა ოჩხიკიძე ესწრებოდნენ. მოქალაქეებს დელეგატმა „ქართული ოცნების“ ძირითადი ღირებულებები და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, განიხილეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

მიდიხარ არჩევნებზე?