ჯინ შაჰინი – გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან

თბილისში ვიმყოფებით იმისთვის, რომ ერთგული ვართ საქართველოსი, აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის, რომელიც უკვე 30 წელს ითლის, რათა გაგრძელდეს ქვეყნის სვლა დემოკრატიული მიმართულებით, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

როგორც შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ-ს სურს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

„გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ისევე როგორც ადგილობრივ დამკვირვებლებს შესაძლებლობა მიეცეთ, დააკვირდნენ პროცესს, ვინც უზრუნველყოფს, სათანადოდ ჩატარდეს არჩევნები, ეს მისცემს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს, შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც წამოიწია პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია. აშშ დაინტერესებული არ არის ამაში და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი იწვევს გარკვეულ პაუზას ჩვენს ურთიერთობებში. ამდენად, აქ ვიმყოფებით, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა შაჰინმა.

მიდიხარ არჩევნებზე?