კახა კუკავას ბრიფინგი
წინასაარჩევნო კამპანიას ფარგლებში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა. კახა კუკავამ კოლექტიური სასამართლო პროცესის დაწყებაზე ისაუბრა, რომელიც საკრედიტო ინსტიტუტების მიერ მაღალი პროცენტით სესხების გაცემას ეხება. მისი თქმით, მოქალაქეებს შეუძლიათ, სასამართლოს გზით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოითხოვონ. კუკავას განცხადებით, იურიდიული პროცედურების გამარტივების მიზნით, „თავისუფალი საქართველოს“ შტაბში გახსნილია ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს სარჩელების მომზადებასა და შეტანაში დაეხმარებიან.