„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ზურა ჯაფარიძე – უნდა დავიცვათ თითოეული ხმა, უნდა დავსვათ მაქსიმალურად ის შედეგები, რომლის დაცვასაც მოვახერხებთ

სახეშეშლილ ადამიანებს ნუ უსმენთ, იციან, რომ დამარცხებულები არიან, მათი ერთადერთი მიზანია, სხვაობა არ იყოს დიდი. დამარცხებულები არიან და ჩათვალეთ ოპოზიციაში, უნდა დავიცვათ თითოეული ხმა, უნდა დავსვათ მაქსიმალურად ის შედეგები, რომლის დაცვასაც მოვახერხებთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა წინასწარი მონაცემით „ქართული ოცნება“ დამარცხდა და საარჩევნო ბარიერს ოთხივე ოპოზიციური პარტია გადალახავს.

„ოცნება“ დამარცხდა, ყველა წინასწარი მონაცემი, რომელიც გვაქვს ოთხივე ოპოზიციური პარტია გადალახავს ბარიერს. აქტივობა ძალიან მაღალია, მაგრამ ჯერ კიდევ დროა, ერთი საათი გვაქვს. პარტიული, თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, ვინც უბნებზე იდგა და იცავდა ხმებს, ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. 20:00 საათზე დაიკეტება უბნები, მერე იქნება ოქმების ამობეჭდვა იქ, სადაც ელექტრონულად ითვლიან, შემდეგ იქნება ამის ხელით გადათვლა. უნდა დარჩეთ უბანზე სანამ ხელით გადათვლა არ დასრულდება, ის დაესმება ამ რიცხვებს წერტილი. ვინც ჯერ კიდე არ მისულა, არ მისულხართ ყველანი გამოცხადდით. რაც უფრო დიდი იქნება სხვაობა, მით უკეთესი ქვეყნისთვის. ჩემი რჩევაა, ნუ უსმენთ სახეშეშლილ ადამიანებს, იციან, რომ დამარცხებულები არიან და მათი ერთადერთი მიზანია, სხვაობა არ იყოს დიდი. დამარცხებულები და ჩათვალეთ ოპოზიციაში არიან. უბრალოდ ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული ხმა, უნდა დავსვათ მაქსიმალურად ის შედეგები, რომლის დაცვასაც მოვახერხებთ“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მიდიხარ არჩევნებზე?