წინასაარჩევნო კამპანია
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში ბრიფინგი გამართა. პორტის მშენებლობის შეჩერების შესახებ სრულ პასუხისმგებლობას, ხაზარაძე მმართველ პარტიას აკისრებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, პროექტის განხორციელება დაიწყება და 200, 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.