„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ურთიერთბრალდებები საარჩევნო დარღვევებზე

არსებობს თუ არა არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები – საარჩევნო დარღვევების გარშემო პოლიტიკური ურთიერთბრალდებები ყოველდღიურად მძიმდება.

ხელისუფლება კონკრეტულ ფაქტებს ითხოვს, ოპოზიცია კი ხმების მასობრივად გაყალბების რამდენიმე სქემაზე საუბრობს და ბრალდების დოკუმენტებით დამტკიცების პირობას დებს. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ე.წ. კარუსელი, ამომრჩეველთა მონაცემების დუბლირება, მოსყიდვა-დანიშვნა, უცხოეთში მყოფი პირების ნაცვლად ხმის მიცემა – ძირითადად ამ სქემებზე მიუთითებენ ოპოზიციური სუბიექტები, რომლებიც პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. თავის მხრივ ოპონენტებს ხმების მოპარვაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. მამუკა მდინარაძემ დღეს ის 81 უბანი დაასახელა, სადაც, მისივე მტკიცებით, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება შეუზღუდეს.

მიდიხარ არჩევნებზე?