„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ურთიერთბრალდებები საარჩევნო დარღვევებზე

თავის მხრივ ოპოზიციას ადანაშაულებს ხმების მოპარვაში მამუკა მდინარაძე, რომლის ბრიფინგი ხმების მოპარვის კონკრეტულ ფაქტებზე, მეორე დღეა, ისევ შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებებით მმართველი პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მეტ აქტუალიზაციას უკეთებს. ნაწილი კი აღნიშნულ ბრალდებებს არ იღებს და აღნიშნავს, რომ არჩევნებში სავარაუდო დარღვევების ავტორი „ქართული ოცნების“ გუნდია.

ამავე საკითხს გამოეხმაურნენ დღეს უმრავლესობაშიც. გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ არცერთი თემა არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ და ყველა გადაცდენა უნდა იყოს იდენტიფიცირებული.

მამუკა მდინარაძემ გუშინ 81 დადასტურებულ ფაქტზე ისაუბრა, თუ როგორ მოიპარა „ქართული ოცნების“ ხმები ეგრეთ წოდებულმა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

 

მიდიხარ არჩევნებზე?