თვითმმართველობის არჩევნები 2021 – ვითარება მარნეულში

ხმაური იყო მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე.

ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის განცხადებით, უბანზე მივიდა პირი, რომელმაც რამდენჯერმე სცადა ხმის მიცემა, რასაც მათი წინააღმდეგობა მოჰყვა. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე მისული იყვნენ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და პოლიციის სამმართველოს უფროსი.

რა ვითარებაა მარნეულში, გენო ოსიყმაშვილი გაგვაცნობს.

მიდიხარ არჩევნებზე?