თვითმმართველობის არჩევნები 2021

3 743 უბანი დახურულია. იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი – ხმების დათვლა.

ცესკო-ში ამბობენ, რომ დღევანდელი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების ოპტიმალური დრო უბნების დახურვიდან 7-8 საათია, ანუ წინასწარ შედეგებს დაახლოებით ღამის სამი საათიდან უნდა ველოდოთ. ახლა ყველა უბანზე ერთი და იგივე პროცედურა მიმდინარეობს – წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დათვლიან ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობას, შემდეგ კი გაიხსნება საარჩევნო ყუთები და დაიწყება ბიულეტენების დათვლა. წელს სიახლეა ის, რომ 3 200 უბანზე ხმების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მოხდება.

მიდიხარ არჩევნებზე?