„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

თეთრიწყაროს სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება

არჩევნებიდან მე-11 დღეს ოპოზიცია გაყალბების მთავარ არგუმენტად ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ასახელებს. საკუთარ პოზიციას ხელისუფლების ოპონენტები მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას რეზონანსული გადაწყვეტილებით იმყარებენ. ნინოწმინდის მოსამართლემ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა და თეთრიწყაროს და წალკის საარჩევნო ოლქებში შემავალი ჯამში 31 უბნის შედეგები გააუქმა. ხუჭუა მიიჩნევს, რომ ბიულეტენის ელექტრონულ აპარატებში მოთავსების შემდეგ ფარულობა დაცული არ იყო. ცესკო სააპელაციო სასამართლოში ჩივის და პირველი ინსტანციის იმ გადაწყვეტილებებზე მიუთითებს, რომლებმაც ანალოგიური სარჩელები არ დააკმაყოფილეს. საარჩევნო ადმინისტრაცია ფარულობის დაცვის მთავარ გარანტად ჩარჩო ფორმას მიიჩნევს, რომელშიც ამომრჩეველი ბიულეტენს ათავსებდა. ოპოზიციისთვის კი თეთრიწყაროს მოსამართლის ნაბიჯი პრეცედენტულია, რაც, მათი აზრით, სამართლებრივი ბრძოლის შანსებს ზრდის. ხელისუფლება ხუჭუას გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავს. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება განცხადება, რომელიც სასამართლო პროცესის დასრულებამდე გაკეთდა.

 

მიდიხარ არჩევნებზე?