„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

უკვე ერთი საათია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. საკითხებს შორის არის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე შესული საჩივრების განხილვა და შემაჯამებელი ოქმების გაცნობა. ცესკო-ს სხდომას თავმჯდომარე, კომისიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ამ წუთებში სხდომაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი განიხილება. ორგანიზაცია ლონდონში გახსნილი მე-18 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის გაბათილებას ითხოვს. ზოგადად კი, მესამე სექტორის წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა 73-ვე ოლქში შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობაა. მიზეზად ისინი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ასახელებენ. დღესვე უნდა გამოქვეყნდეს უცხოეთში გახსნილი უბნების შემაჯამებელი ოქმიც.

მიდიხარ არჩევნებზე?