„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

4 საათზე მეტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა საია-სა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ბრალდებებს, რომლებმაც ცესკო-ს თავმჯდომარე დაადანაშაულეს საზღვარგარეთ არასაკმარისი უბნების გახსნაში. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დარბაზიდან გაძევებულია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლაშა ფარულავა. მან 26 ოქტომბრის არჩევნებს „რუსული სპეცოპერაცია“ უწოდა, რაზეც ცესკო-მ სამართლებრივი მტკიცებულებები მოითხოვა. საკითხს მოსარჩელეს მხრიდან ხმაური მოჰყვა, საბოლოოდ კი გიორგი კალანდარიშვილმა ფარულავას დარბაზი დაატოვებინა. ცესკო-მ ასევე არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდულ იურისტთა ასოციაციის საჩივარი, რომლითაც ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში გახსნილი ერთ-ერთი უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვდა. ცესკო-ს წევრებმა საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელი უკვე მოაწერეს. ამასთან, პროცედურული დარღვევის გამო, საარჩევნო კომისიამ არ განიხილა „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის“ საჩივარი. მიზეზად საჩივრის დაწერის დაგვიანება დასახელდა. ამ წუთებში სხდომაზე განიხილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. მათი განმარტებით, ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო უბნებზე დარღვეული იყო.

მიდიხარ არჩევნებზე?