შეხვედრა მოსახლეობასთან

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, რომელიც ასევე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს მარნეულისა და გარდაბნის დელეგატია, მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, მაღალმთიანი სოფლების წოფის, ხოჯორნის, ოფრეთის, ჩანახჩისა და ახკერპის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მიერ იმ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას.

მიდიხარ არჩევნებზე?