„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში

ევროკავშირის საელჩოში, ოპოზიციური პარტიების წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილეს, პიერ სალიერს და პროექტის მენეჯერს, ანტონიო დალბორგოს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც ერთ საათზე მეტს გაგრძელდა – გიორგი სიორიძე, ანა კობახიძე, გიორგი კირთაძე და ბორის სოლომონია იმყოფებოდნენ. მათი თქმით, საელჩოს წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ დარღვევებზე, რომლებიც არჩევნებამდე და უშუალოდ არჩევნების დღეს მიმდინარეობდა. ოპოზიციონერების განმარტებით, მხარეებს შორის დიალოგი შედგა იმ ტექნიკურ მისიაზეც, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირმა უნდა გამოაგზავნოს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაში გასარკვევად.

მიდიხარ არჩევნებზე?